Additional Resource

COVID-19 განახლება (Georgian)

ბოლო ინფორმაცია: ეკლესიის წევრთა შეკრებები დროებით შეჩერებულია მთელს მსოფლიოში

ადგილობრივმა ხელმძღვანელებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ გახადონ ზიარება წევრთათვის ხელმისაწვდომი თვეში ერთხელ მაინც

უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პირველმა პრეზიდენტობამ და თორმეტ მოციქულთა ქვორუმმა 2020 წ. 12 მარტს გაუგზავნებს წევრებს მთელს მსოფლიოში შემდეგი წერილი:

ძვირფასო დებო და ძმებო,

როგორც დაგპირდით 2020 წ. 11 მარტს გამოგზავნილ წერილში, ჩვენ ვაგრძელებთ COVID-19 -თან დაკავშირებულ ვითარების მონიტორინგს მთელს მსოფლიოში.  ვითვალისწინებთ რა ეკლესიის ადგილობრივი ხელმძღვანელების, სახელმწიფო მოხელეებისა და სამედიცინო სფეროში კომპეტენტური პირების რჩევებს, ასევე უფლის  მითითებებს,  ვაცხადებთ შემდეგ გადაწვეტილებას:

დაწყებული ამ წუთიდან, ეკლესიის წევრების ყველა სახის შეკრებები მთელს მსოფლიოში დროებით შეჩერებულია.  ეს მოიცავს:

  • პალოსა და ხელმძღვანელების კონფერენციებს, ასევე სხვა დიდი მასშტაბის შეკრებებს
  • ყველა სახის საზოგადოებრივ ღვთის მსახურებებს, ზიარების შეკრების ჩათვლით
  • მრევლის, მეურვეობისა და პალოს ღონისძიებებს

სადაც შესაძლებელია, ჩაატარეთ აუცილებელი შეხვედრები ხელმძღვანელებთან დისტანციურად, ტექნოლოგიების გამოყენებით.  კონკრეტული შეკითხვები შესაძლოა გადაუგზავნოთ ადგილობრივ სამღვდელოების ხელმძღვანელებს.  სხვა საკითხებთან დაკავშირებულ მითითებებს მოგაწვდით მოგვიანებით.

ეპისკოპოსებმა უნდა ითათბირონ პალოს პრეზიდენტებთან რათა გადაწყვიტონ, როგორ გახადონ ზიარების მიღება წევრთათვის ხელმისაწვდომი თვეში ერთხელ მაინც.

გვინდა შევაგულიანოთ წევრები მზრუნველობისა და ერთმანეთზე ზრუნვის მცდელობებში.  ჩვენ უნდა მივყვეთ მხსნელის მაგალითს - დავლოცოთ და სულით ავამაღლოთ ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები.

ჩვენ ვმოწმობთ უფლის სიყვარულის შესახებ ამ გაურკვეველ დროში.  იგი დაგლოცავთ, რათა იპოვოთ სიხარული მაშინ, როცა საუკეთესოდ ცდილობთ, ნებისმიერ ვითარებაში იცხოვროთ იესო ქრისტეს სახარების მიხედვით.

პატივისცემით,

პირველი პრეზიდენტობა და თორმეტ მოციქულთა ქვორუმი

Style Guide Note:When reporting about The Church of Jesus Christ of Latter-day Saints, please use the complete name of the Church in the first reference. For more information on the use of the name of the Church, go to our online Style Guide.